რა ვიცით:
ვიცი რომ ბირთვისის ციხეების ნახვა მინდა ^^
ვიცი რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტია
რომ აუღებელი ციხეები იყო ვიდრე თემურ ლენგი არ შემოესეოდა
და ვიცით რომ მარშუტკა დილით გადის სამგორიდან :დ
ეს არის რაც ვიცი :დ
ასე მწირე ინფორმაციით გადავწყვიტე ვწვევოდი ბირთვისს და იქ დამეცა ბანაკი ^^
ბევრი არ მიფიქრია და გადაწყვეტილების შეცვლაც არ მინდოდა, გადავწყვიტე მარტო ვწვეოდი ამ ადგილს...
სხვა და სხვა ბლოგებზე წაკითხულმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, მოკლედ ყველგან წერდნენ რომ საშინელი ხმები ისმოდა ღამით, ცხოველები კარვების უკან დაძრწიან და არ გაძინებენ, ხეებიდან ტოტები ცვივა და ა.შ.
მინდა გითხრათ რომ ტოტები ასეულობით მეტრის მანძილიდან მოგვქონდა ცეცხლის დასანთებათ :დ
ჩემდა გასაოცრად სამი "კაცი" დამემატა და მეც მეტი პასუხისმგებლობა დამაწვა თავს :3
გათენდა ეს ნანატრი დილა, უფრო კი დამათენდა თავზე, შევაგროვე ათეულობით რუკა თუ ფოტო-მასალა გზის გასაკვლევად, ბლოკნოტი ავავსე მეგობრების რჩევა-გზისსწავლებებით... მოვიკიდე ზურგზე ჩემი "სახლი" და გავუდექი გზას სამგორის მეტროსკენ.
ძირითადად წერდნენ რომ სამარშუტო 9ის ნახ-ზე გადიოდა ამიტომ ბავშვები 8ზე დავიბარე.
აღმოჩნდა რომ მათ არა თუ გზა იციან, არამედ პირველად მიდიან საერთოდ "პახოდში"...
რა გინდა ახლა რო ქნა :3
ბლოგერების ინფორმაცია არც ისე ზუსტი აღმოჩნდა, ან მათი ლაშქრობის შემდეგ შეიცვალა გრაფიკი :დ
მარშუტკა 8ზე გადიოდა და სადგურზე მხოლოდ მე ვიყავი, საბედნიეროდ ჩემს მეტი არც არავინ იყო მგზავრი და მძღოლმა მისით შემომთავაზა დაველოდები შენს მეგობრებსო ^_^ :დ
ეგ კი არა ისნის მეტროსთანაც კი დაელოდა ორ ჩვენ მეგობარს ))
ასე და ამგვარად ავიბარგეთ მარშუტკაში და გზად იმდენი ხალხი ამოვიდა ჩვენი ბარგი ცოტაარიყოს შევიწროვდა და მუხლებზე დადება მოგვიხდა :3
მგზავრობა 3 ლარი ღირს ფარცხისამდე, იქ ჩამოვედით და ავტოსტოპით განვაგრძეთ გზა, მძღოლში გაგვიმართლა, კარგი მოსაუბრე და გზის მსწავლებელი შეიქნა, აგვიყვანა ბირთვისის გადასახვევამდე (სოფელი ტბისი) და იქედან ფეხით შევუყევით აღმართ, გზად ოდნავ ტკბილ-მჟავე ქლიავ-ტყემალიც წავაყოლეთ ხელს :დ
მთებისკენ მიმავალი გზა, წინ პირველი ემოციებია ^_^
აქედან მალე იწყება ბილიკი
როგორც გადასახვევიდან ტრაფარეტზე ეწერა 3,5 კმ-ში მივადექით ბილიკის დასაწყისში მდგარ ხეს .
ხის გამოჩენა გამიხარდა და ჩანაწერებში ვეძებ იმ ადგილს სადაც ამ ხეზეა საუბარი :))
ესეც ცენტრისკენ მიმავალი ბილიკი ))
გზად ასეთ წარწერებსაც შევხვდით ^^
ეს სილამაზე სადღაც ამ ადგილებში დავაფიქსირე ^
როგორც გითხარით გზა არ ვიცოდით, აქამდე კი მივედით, მაგრამ ციხეებისკენ ბილიკი არც ისე მარტივი აღმოჩნდა, თუმცა არც შეუძლებელი ;)
პირველივე საეჭვო გადახვევიდან მეგობრებს ვთხოვე ერთ ადგილზე დარჩენილიყვნენ, მე მთაზე უნდა ავსულიყავი და იქედან გადამეხედა თუ სად ვიყავით და საით იყო ციხე, სწორედ ამ მთაზე ძრომიალის დროს წავაწყდი ამ გველუკას ^_^ როგორც ვიცოდი სამკუთხათავიანი გველი შხამიანი იყო, არც შეფერილობა ქონდა 'სიკეთის მომცემი', მართალია შხამიანია მაგრამ თუ არაფერს დაუშავებ თავს არ დაგესხმება და არ "შეგჭამს", უბრალოდ შორიახლო ჯოხი გავაჩხაკუნე და ისიც ნელნელა გაიზლაზნა და წავიდა :)))
ჩემმა მთაზე ძრომიალმა შედეგი გამოიღო, ეს ციხე დავინახე და გეზი ავიღეთ :)
ღელეს რომ მიუყვები შეგხვდებათ ეს გოდოლი, ამას კიდევ გაცდები და დაახლოებით 50-100 მეტრში არის მარჯვნივ შესახვევი, ჩახერგილი გვეჩვენა თავიდან მაგრამ უნდა გაძვრე იქ და პირდაპირ გახვიდე, მერე ბილიკიც მიუყვება და იმას გაყვები...
დედაციხე აღმოჩნდა, ულამაზესი კარიბჭეებით :))
სულ მეფიქრებოდა გზაში, ამ დროის განმავლობაში ციხეში მყოფნი რით იკლავდნენ წყურვილს და აი პასუხიც... სავარაუდოდ ძალიან ღრმაა და მთელ ციხეს ამარაგებდა წვიმის წყლით...
ესეც ჩვენი თოლია დედაციხეზე ^_^
ასეთი მაგარი გოგოა თოლია :)))
სათოფეები ))
დაიმედებულებმა იმით რომ პირველი ციხე ვნახეთ და "აწი რაღა გვიჭირს", წავედით და კარვები დავეცით )) მანამდე უბრალოდ ჩანთები გვეწყო ერთად ))
აქ მე და ჩემი მეგზურ-მეგობრები ვართ :)) აქ შედგა მათი "მოლაშქრედ მონათვლა" :დ
მარცხნიდან დათა (14 წლის ყოფილა, საღამოს გავიგე, თორე მანამდე დავფიქრდებოდი წამოყვანაზე, თუმცა მინდა ვთქვა რომ კარგი მოლაშქრე დადგება, გამოცდილება აკლია თუმცა ჯან-ღონეც აქვს და გულიც ) ჩანთასაც კარგად ეზიდება და დაკიდებულ კლდეებზეც კარგად დარბის :)) რაც მთავარია არ წუწუნებს, ეს უმთავრესია მოლაშქრის გამყოლისთვის :)
ხაკისფერ საწვიმარში ცოტნეა :) რატომღაც სულ მეგონა რომ გამოცდილი მოლაშქრე იყო, თუმცა მისი ნათლობაც დღეს შედგა :D
მე-ს გამოვტოვებ :დდ
და ბოლოს ეს პაწაწინა კაფანდარა გოგო თოლია ^_^ რომელსაც არ დაუწუწუნია ამხელა გზაზე და მხოლოდ იმით გაბურღა ტვინი ხომ არ ვწუწუნებო? :D :D
ამ ფოტოზე (მოგეხსენებათ სელფია :3) უცებ გამოიქცა და ნახშირზე მოუწია დაჯდომა :დდდ
არ იფიქროთ უცეცხლოდ ვართ, ჩვენს უკანაა კოცონი ^_^
ხო მართლა ის ცისფერი კარავი მოინათლა ამ ლაშქრობაზე კიდევ ))) ჩემი მწუანე რომაა მის გვერჩი უკვე დიდი და გამოცდილი "პახოდისტია" :დ :3
პ.ს. უკან გაფენილია პირსახოცი ნასკები ბოტასები და ნაგვის ურნა ^_^ :დდ
კარვის გაშლა ცეცხლის ფონზე :3
მეორე დღე უფრო მზიანი შეიქნა, პირველო დღეს სულ ღრუბელი იყო... ესაა ციხე შეუპოვარი, რომელიც ზემო საბანაკე ადგილიდანაც ჩანს მაგრამ მე მოპირდაპირე მთიდან გადავიღე ^_^
აქ ქვემოთ კლდეზე ნაკვეთი კიბეებია, ფოტოში არ ჩანს
ეს მე ვარ მთა რომ ტანად მაბია :დ
შეუპოვრისკენ ასე შეუპოვრად მივქრი ^^
ის წერტილიც მე ვარ :))
ესეც შეუპოვრიდან, საყდრის სარკმლიდან დანახული ბირთვისის მთები :)))

































































