როცა არაფერი გაქვს სურვილის გარდა : )
(2015 წლის 31 მაისის დროისათვის )
(2015 წლის 31 მაისის დროისათვის )
ჰმ, რა მაქვს... ეს კარგად ჟღერს როცა რაიმე მართლა გაქვს :დ არადა მართლა არაფერი მქონდა პირველი ლაშქრობისთვის... არაფერი, გარდა ერთი უმთავრესისა _ სურვილისა : )
არ მქონდა ჩანთა _ ვინათხოვრე
არ მქონდა ქვეშაგი _ ვინათხოვრე
არ მქონდა საძილე ისიც ვინათხოვრე :დ
არ მქონდა სალაშქრო ფეხსაცმელი _ ტყავის ბათინკებით ჩავანაცვლე
არ მქონდა სალაშქრო მსუბუქი შარვალი _ სამაგიეროდ მქონდა შორტები და სამხედრო შარვალი :დ
არც სამთო-სალაშქრო ჯოხები მქონდა _ ტყეში ჯოხების მეტი რაა ^^ ^
მოკლედ ასე და ამგვარად, კეთილი მეგობრების დახმარებით და ცოტაც ჩემი გამჭრიახობით, ან უფროსწორად "გაჭირვება მასწავლეო-ს..." წყალობით შედგა ჩემი პირველი "ნათლობა" :D
არც ისე მარტივი მარშრუტით, ბორჯომის ტბები იყო პირველი ლაშქრობა __ კახისის, წეროს და კიდე ორი ტბა.
არა, მართლა სულ ხელცარიელი არ ვყოფილვარ, ცოტა რამ ჩემიც მქონდა, მაგალითად:
*საწვიმარი _ ხო ამას კაი ისტორია აქვს, მოკლედ საწვიმარი არ მაქვს და გავვარდი უცებ სადგურზე, მეორეულებში, ეგებ და რამე კაი საწვიმარი ვნახოთქო, იაფად. დავსტაცე ხელი პირველივე, თეთრ საწვიმარს და მოვედი შინ კმაყოფილი, რომ მეორე დღეს წვიმას არ შევუშინდებოდი.
სახლში მოსულმა აღმოვაჩინე რომ ორი საწვიმარი და ერთი სათხილამურო ქურთუკი მქონია ^ ^
*'კრუშკა' _ ჰო ჭიქაა ქართულად, მაგრამ ამას მაინც კრუშკა ქვია :3 ყვითელი ემალისაა ^^
ესეც კრუშკა ^ ^ ლომის მთის ტურისტულ თავშესაფართან
ეს ჩემი ნანათხოვარი ჩანთა და ქვეშაგი, საძილე ჩანთაშია :დ
ესეც ჩემი არასამთო ბათინკები (( არ ვწვავ, ვაშრობ ცეცხლზე ^^ :დ
და აქ ბოლოს მკვდარი მე :D
=====================================================================
და აი უკვე მეც რაღაც მაქვს : )
(2015 წლის 8-9 ივლისის დროისათვის )
განაგონი გექნებათ, მთავარია სურვილიო და მეც ასე დავიწყე.
* შევიძინე სამხედრო საძილე ტომარა . _ 18 ლარი
* სულ შემთხვევით შევიძინე მწუანე 2კაციანი კარავი . _15 ლარი
* სამხედრო ქვეშაგი (პარალონი) . _ 30 ლარი
ამას გარდა ჩემს აღჭურვილობა-შეიარაღებას დაემატა:
* LoWa-ს (GORE_TEX) ფირმის წყალგამძლე სალაშქრო ფეხსაცმელი . _30 ლარი
* მცირე თავდაცვითი დანა . _ 4 ლარი
* კარვის ღამის სანათი (ნაჩნიკი). _6 ლარი
* ზუმიანი (უბრალო, მაგრამ ადრეც მქონდა და ძაან გამომდგარი) ფანარი. _4 ლარი
* კარგი მოსახმარი და თავისუფალი შარვალი. _1 ლარი :D
მართალია კარგი სალაშქრო ჩანთა ისევ ნატვრად და ოცნებად რჩება, თუმცა მანამდე მაქვს პატარა ბაიკერის ჩანთა რომელიც სალაშქრო ჩანთად გადავაკეთე და 2 დღიან გასვლებს "ქაჩავს".
გვერდებზე დავუმაგრე შესაბნევებბი, ერთ მხარეს პარალონისთვის და მეორე მხარეს კარვისთვის, საძილე უკან.
ეს ბირთვისია, ასე გამოვიყურები დაახლოებით...
პარალონი, მწუანე კარავი, საძილე ტომარა, ბოტასები, შარვალი და ჩანთა ^ )
მგონი ტურიდან ტურამდე წინსვლა არის :)))
ნეტა მომდევნო ტურებისთვის რას ვიყიდი ^_^
=====================================================================
დავბრუნდი მცირედი შენაძენებით :)
(2015 წლის 28 სექტემბრის დროისათვის)
* შევიძინე 1 თვის ნახმარი არაორიგინალი The North Face-ის ჩანთა _40 ლარი.
* ამასთან ერთად კიდევ შევიძინე სალაშქრო ბასანოჩკები, ძალიან პრაქტიკული და გამძლე, ტყავის, მოხერხებული და ძალიან მაგარი ძირით, გაოცებული დავრჩი როცა აღმართებში და დაღმართებში ძალიან მაგრად მატარა 23 კგ-იანი ჩანთით, ამ აღმართს და დაღმართს თან დაერთო ნაწვიმარი კლდე და ბალახი, ერთხელაც კი არ დამცურებია ფეხი, ძალიან მაგარი ძირები აქვს, თითქმის სულ უცვეთი... ფოტოს მომდევნო ლაშქრობებიდან შემოგთავაზებთ <3
* კიდევ ჩემს შენაძენებს შეემატა 230 გრამიანი გაზის მოწყობილობა, თავისი წკაპიანი ასანთებით ^^ ძალიან მცირე ადგილს იკავებს, დიდხანს ძლებს და რომ იტყვიან მარჯვენა ხელი და სულის ჩამდგმელია არამდგრად ამინდებში, მოკლედ ყოველთვის თან რომ უნდა გქონდეს ლაშქრობებში ისეთი ნივთია : ) ეს სიამოვნება და სილამაზე სულ რაღაც 34 ლარი ღირს :)
ჯერ-ჯერობით მგონი სულ ეს იყო... მართლა საინტერესოა მომდევნო პოსტში რა სიახლეები მექნება ^^ :)
=====================================================================







No comments:
Post a Comment