ლაშქრობები

ახდენილი ბავშვობის ოცნება - ანუ მე ავედი ხვამლზე!
28-29-30. 09. 2015

   ეს სათაური გაზვიადებული არ გეჩვენოთ, ჩემი სახლის  აივნიდან, მოსჩანს ეს მისტიური, საოცარი მითებითა თუ ქვაში გაცოცხლებული ისტორიებით სავსე მთა...
   ყოველთვის მიზიდავდა მისი ყურება, მასზე ასვლა მისი წინხედის გამო შეუძლებელი მეგონა, თავიდან თვითმფრინავით დასმაზე ვოცნებობდი, შემდეგ ცოტა გავიზარდე, მივხვდი რომ თვითმფრინავით არავინ წამიყვანდა და დამსვამდა ამ მთაზე და სხვა ალტერნატივად ალპინისტობა და მთაზე ცოცვა დამესახა...

ხომლი _ ჩემი სახლის აივნიდან...
(სოფელი ფარცხანაყანევი...)


   რაღაც პერიოდი ბავშვობიდან გამოვედი, ამ ოცნებანარევმა ფიქრებმაც უნებურად მიიძინეს...
   ბოლო წელია რაც ლაშქრობით დავავადდი, განუკურნებელი სენის გადამდები და მოლაშქრედ მომნათვლელი, მეტად თავგადასავლების მაძიებელი და თავისუფალი მოლაშქრე ნიკა ბარიშვილი აღმოჩნდა... მეც სრულიად არაფრისგან დავიწყე ყველაფერი და დღეს რა აღჭურვილობაც მაქვს ამას შესაბამის პოსტებში ნახავთ : )

   სურვილი დიდი იყო, აღჭურვილობა __ საკმარისი. გადავწყვიტე მისტიურ ხომლზე დამედგა ფეხი... განზრახ არ ვამბობ რომ "დავიპყარი", ხვამლს აქვს მისტიკა, შენ მას ვერ დაიპყრობ, შენ უნდა ეზიარო მას, მის იდუმალებას, შენ უნდა დაემორჩილო მის წესებს!

   გულმა ვერ მოითმინა და ერთ-ორ მეგობარს სრულიად შემთხვევით გავუზიარე გეგმები... გზა არ ვიცოდი, არც გზის სირთულე , შესაბამისად გამოუცდელი მოლაშქრის წაყვანა მაშინვე ამოვიგდე თავიდან... თუმცა არც მეტი არც ნაკლები, ჩემი მეგზური გახდა ეს ეცუცუნა გოგონა თამთა (თოლია).

სოფელი ოყურეში
ხვამლიდან მომავალი თოლია


   მარშრუტი შემდეგი იყო: თბილისი - ქუთაისი - წყალტუბო - ოყურეში - ხვამლი და უკან...
   გათვალისწინებით იმისა რომ ჩვენ გაჭირებული მოლაშქრეები ვართ და სამარშუტო ტაქსების ფული არ შედის ჩვენი ხარჯთაღრიცხვის ანგარიშებზე, ეს მარშრუტი უნდა გაგვევლო ავტოსტოპით...

   ავტოსტოპი დაიწყო 07:00 საათზე კარფურიდან, უფრო კი ფეხით გავცდით ჰესს და პირველი ავტომობილი მამაომ გაგვიჩერა  07:10 წუთზე. დაგვპირდა მცხეთის გადასახვევამდე გაგიყვანთო :)
   07:25 წუთზე მცხეთის გადასახვევთან აღვმოჩნდით...

   07:26 წუთზე გაგვიჩერა ხილ-ბოსტნეულით დატვირთულმა მარშუტკამ, დაგვპირდა გორამდე გაგიყვანთო, მაგრამ გორს კარგა დიდზე გაგვაცილა და 08:16 წუთზე სადღაც ქარელთან რომ ხიდია იქ ჩამოგვსხა :))

   ეს დროები არ მაქვს ბოლომდე ჩაწერილი რომ მეორევე ავტომობილი გვიჩერებს და ხაშურამდე გაგიყვანთო  : ))))))
   მანქანაში ჩავბარგდით, მძღოლი შევათვალიერე დაცვის პოლიციის მაისური ეცვა, საათს დავხედე და 08:18 წუთი იყო :)))
   08:40 ხაშურში ვართ.

   ასეთი წარმატებული სვლების შემდეგ ხაშურში ცოტა შევყოვნდით და ავწუწუნდით : ) არადა სულ რაღაც 08:55 წუთი იყო როცა კიდე ერთმა მარშუტკამ გაგვიჩერა, ამჯერად ნამცხვრებით დატვირთულმა და ზესტაფონამდე გაყვანას დაგვპირდა :)))
   სვლა იყო დაახლოებით სასწრაფოს მსგავსი...
   10 საათზე ზესტაფონში ვიყავით...

   ზესტაფონმა ცოტა კიდე გაგვაწვალა, თუმცა უფრო იმის ბრალი იყო რომ ქალაქში ვიყავით, ქალაქიდან გასვლას ნახევარ საათამდე მოვუნდით და მანქანამაც არ დააყოვნა, რომელზე ჩავსხედით არ ჩამიწერია, თუმცა 10:58 წუთზე წყალტუბოს გადასახვევთან ვიყავით, მძღოლი მეტად გულკეთილი ძია შეიქნა და 10 ლარი გვისახსოვრა, წაგადგებათ რამეშიო :)))

   აქ ნახევარ საათიანი შევენებისა და სადილობის დრო გამოვაცხადეთ.
წყალი მოვიძიე და ერთმა ძიამ მიმასწავლა აი იმ შენობის უკან როგორც კი გახვალ ონკანია და პირდაპირ ფარცხანაყანევის ცივი წყალი მორაკრაკებსო :)))
მე გულიანად გამეღიმა და ცივ წყალს რაღაც მონატრებულივით შევუშვირე პირ-წვერი :დ

   წყალტუბოს გადასახვევიდან სრული სისულელე იქნებოდა ავტოსტოპით რომ გაგვეგრძელებინა გზა, მარშრუტი მეტად ზუსტი და დროული გვესაჭიროებოდა, ამდენად გადავწყვიტე ქუთაისი-წყალტუბოს სამარშრუტო ტაქსით გვესარგებლა, რომელიც სულ რაღაც 1 ლარი დაგვიჯდებოდა და მიგვიყვანდა წყალტუბოს სადგურზე, საიდანაც ცაგერი-ლენტეხისკენ გზა, რომ იტყვიან _ ორი ფეხის ნაბიჯზეაო :)

   ასეც მოვიქეცით, მივედით სადგურზე, ფეხით ავუყევით გზატკეცილისკენ ქუჩას, გავედით თუ არა გზაზე პირველივე ხელის ნიშნებაზე გაგვიჩერა თეთრმა "დელიკამ"...
ვერც წარმოვიდგენდით, რომ დელიკათი ვიმგზავრებდით სოფელ ოყურეშამდე...
მეტიც, მძღოლი სვანი აღმოჩნდა და აი მართლა გულით გვეპატიჟებოდა უშგულში წამოდითო :)))

   მაშინაც ვთქვი, რომ ასეთი შანსი სხვა დროს არ მოგვეცემოდა მაგრამ მარშრუტი არ გვქონდა შედგენილი და უთავბოლოდ ხეტიალს ჩვენი მარშრუტი ვამჯობინეთ, თუმცა სხვა დროს ალბათ ექსპრომტად გზიდან გადახვევასაც აუცილებლად ვცდი თუ ამის შანსი მომეცემა :)))

   ასე და ამგვარად 12:10 წუთზე ავიბარგეთ "დელიკაში", მძღოლი სასწაულებს ახდენდა გზაზე.... 13:01 საათზე შევუდექით ოყურეშის აღმართებს...

___   სხვა ალტერნატივა იყო ის, რომ თბილისიდან, ავტოსადგურ ოკრიბადან უნდა გავყოლოდით ცაგერის მიკროავტობუსს რომელიც ღირდა 17 ლარი, ან თუ ქუთაისამდე ჩავიდოდით და ავტოსტოპი ვეღარ გაამართლებდა ან გვიანი იქნებოდა ქუთაისის ავტოსადგურიდან 9-11-2-4 საათებზე გადის ცაგერის და ლენტეხის მიკროავტობუსები, რომლებიც გაივლიან სოფელ ოყურეშს და ღირს 6 ლარი, ხოლო ორშაბათს და ოთხშაბათს (თუ არ ვცდები) ჯაჭვის ხიდიდან გადის ოყურეშის მიკრო ავტობუსი რომელიც უშუალოდ ამ სოფლის ცენტრში მიდის, ასე რომ სოფლის ნახევარი აღარ გექნებათ ფეხით გასავლელი, ხოლო სამშაბათს და ხუთშაბათს (ესეც დასაზუსტებელია) ეს მიკროავტობუსი მიგიყვანთ მხოლოდ სკოლამდე.

   დაახლოებით 1 კილომეტრში წამოგვეწია ჯიპი და სკოლამდე გაგვწია, ანუ 1 კმ შეგვიმსუბუქა :))

   სოფლის ნახევარი კიდევ რომ გავიარეთ გზებს აგებდნენ, იქ ერთი კეთილი ძია დაგვემგზავრა, სავარაუდოდ ცოლ-შვილი იყო ვინც ახლდა, დაგვპირდა ბილიკამდე გაგიყვანთ სოფლის ბოლოში და ბილიკს დაგაყენებთო, მალე გზის მოხელეები გამოჩნდნენ მანქანით და ჩვენი თავი მათ ჩააბარა, უთხრა ბილიკს დამიყენე ხომლისკენო :)))
   ასე და ამგვარად დავადექით ხომლისკენ მოკლე, მაგრამ მეტად რთულ ბილიკს...

   გზად რაც მახსოვს ისაა, რომ ჯერ ჭყინტი ტარო ვჭამე და მერე მსოფლიოში უგემრიელესი პანტა ვაშლი ^_^

   მერე კი დავაკვდით ბილიკს. -_-

   ჩემი ჩანაწერებიდან: "17:17 __ვიპოვე ქოხი და წყალი. წავალ თამთას მივეშველები, წყალს მივუტან და ბარგს ამოვატანიებ."

   მალე აღმოჩნდა რომ ეს ჩვენი ქოხი არ არის, ამიტომ გავუდექით გზას მეორე ქოხისკენ...

   ისევ ჩანაწერებიდან: "18:49 _ მეორე ქოხს ვხედაავ!"

და აი ისიც...


   ხვამლის მთას თავისი განსხვავებულობის, მითებისა თუ ისტორიების გამო უამრავი საინტერესო და ჯერაც ამოუცნობი გამოსახულებები აქვს შემონახული...

   აი ეს ერთ-ერთი მათგანი, პატარა ცხვარი, რომელიც დასავლეთისკენ იყურება... არ ვიცი რას შეიძლება იგი ნიშნავდეს ან უკავშირდებოდეს... შეიძლება იმ ვერძის თავს, რომელიც ლეგენდის თანახმად წყლის დინებას ცვლის და ხან ცხენისწყალში ჩაედინება და ხან რიონს უერთდება... ან სულაც შეიძლება ეს იმ ცხვარს გამოსახავდეს რომლისთვისაც ასე იბრძოდნენ ბერძნები, არგონავტები, რომლებიც ოქროს საწმისის, ანუ ცხვრის მატყლისაგან დამზადებული ოქროსმომპოვებელი საწმისი... არ ვიცი რომელია სინამდველე, პირველი, მეორე თუ კიდევ რაღაც სხვა, თუმცა ფაქტია, რომ ცხვრის გამოსახულება მეტად ,კაფიოდაა გამოხატული ამ კლდეზე...


ჩემი ნაპოვნი ცხვარუკა :)

სოფელი ოყურეში

დილა მწყემსების მეორე თავშესაფრიდან

მთის მთელ გზაზე გვხვდებოდა ეს ყვავილი :)







ჩემი ახალი შენაძენი "საკვესი" : )

 მცირედი განტვირთვა...



ვერაფერს იტყვი...

კიდევ ერთი ქვაში გაცოცხლებული ლეგენდა თუ ისტორია... 
ვერძის თავი... ქალა...

მომეწონა ეს ქვა თუ ლოდი...
ნიანგების და ბეჰემოტების თავშეყრის ადგილს მაგონებს : )


 პრომეთეს პროფილი საყდრის სარკმლიდან...


"გაღმა სჩანს ქისტის სოფელი,
არწივის ბუდესავითა,
საამო არის საცქერლად
დიაცის უბესავითა..."

როგორ გინდა ვაჟას ეს სიტყვები რომ არ გაგახსენოს ამ ხედმა...

ხვამლზე წამსვლელთათვის... წყალი ჯვარზე მიმავალ გზაზეა, დილით და საღამოთი ორ ლიტრამდე წყლის ავსება შეიძლება მხოლოდ, სხვა რამ მიმდებარედ ვერაფერი ვიპოვეთ, რა თქმა უნდა წყარო არაა სუფთა თუმცა არც ბინძურია, ქვებიდან გამოედინება და ხელოვნურად ამოკვეთილ მთის ჯიბეებში გროვდება, ცოტა ნადები და ბალახის ფურცლები ურევია, გაუფილტრავადაც დავლიეთ და სრულიად ჯანსაღი წყალია, თუ მაინც ვერ ენდობით ნახევარ ლიტრა წყალში 1-2 წვეთი იოდი ჩაასხით, ნახევარი საათი დაელოდეთ და შეგიძლიათ მშვიდად მიირთვათ, სხვა შემთხვევაში მწყემსების თავშესაფართან კარგად უნდა აივსო წყლით და ისე შეუდგე გზას...


კიდევ ერთი აღმოჩენა... კლდიდან ამოყოფილი გველის თავი...

წმინდა გიორგის სალოცავი ხვამლზე...



დაისი ხომლზე...


სავარაუდოდ მელიის ნაკვალევი : )

ვტოვებთ მეორე თავშესაფარს...

აი ამ მთის ძირშია მეორე თავშესაფარი, სადაც პირველი ღამე გავათენეთ : )




   შენიშვნა: ფოტოები, რომლებზეც მე ვარ გადაღებულია თოლიას მიერ!















ბირთვისის (გზაარვიცით) ლაშქრობა  ( 8-9 ივლისი, 2015.წ. )

რა ვიცით:
ვიცი რომ ბირთვისის ციხეების ნახვა მინდა ^^
ვიცი რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტია
რომ აუღებელი ციხეები იყო ვიდრე თემურ ლენგი არ შემოესეოდა
და ვიცით რომ მარშუტკა დილით გადის სამგორიდან :დ

ეს არის რაც ვიცი :დ

ასე მწირე ინფორმაციით გადავწყვიტე ვწვევოდი ბირთვისს და იქ დამეცა ბანაკი ^^
თავიდან ავატროვე ჩემსავით გადარეული ორი მეგობარი, მაგრამ ბოლოს უარი მითხრეს და დავრჩი მარტო :3

ბევრი არ მიფიქრია და გადაწყვეტილების შეცვლაც არ მინდოდა, გადავწყვიტე მარტო ვწვეოდი ამ ადგილს...

სხვა და სხვა ბლოგებზე წაკითხულმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, მოკლედ ყველგან წერდნენ რომ საშინელი ხმები ისმოდა ღამით, ცხოველები კარვების უკან დაძრწიან და არ გაძინებენ, ხეებიდან ტოტები ცვივა და ა.შ.

მინდა გითხრათ რომ ტოტები ასეულობით მეტრის მანძილიდან მოგვქონდა ცეცხლის დასანთებათ :დ

ჩემდა გასაოცრად სამი "კაცი" დამემატა და მეც მეტი პასუხისმგებლობა დამაწვა თავს :3

გათენდა ეს ნანატრი დილა, უფრო კი დამათენდა თავზე, შევაგროვე ათეულობით რუკა თუ ფოტო-მასალა გზის გასაკვლევად, ბლოკნოტი ავავსე მეგობრების რჩევა-გზისსწავლებებით...  მოვიკიდე ზურგზე ჩემი "სახლი" და გავუდექი გზას სამგორის მეტროსკენ.

ძირითადად წერდნენ რომ სამარშუტო 9ის ნახ-ზე გადიოდა ამიტომ ბავშვები 8ზე დავიბარე.

აღმოჩნდა რომ მათ არა თუ გზა იციან, არამედ პირველად მიდიან საერთოდ "პახოდში"...
რა გინდა ახლა რო ქნა :3

ბლოგერების ინფორმაცია არც ისე ზუსტი აღმოჩნდა, ან მათი ლაშქრობის შემდეგ შეიცვალა გრაფიკი :დ

მარშუტკა 8ზე გადიოდა და სადგურზე მხოლოდ მე ვიყავი, საბედნიეროდ ჩემს მეტი არც არავინ იყო მგზავრი და მძღოლმა მისით შემომთავაზა დაველოდები შენს მეგობრებსო ^_^ :დ

ეგ კი არა ისნის მეტროსთანაც კი დაელოდა ორ ჩვენ მეგობარს ))

ასე და ამგვარად ავიბარგეთ მარშუტკაში და გზად იმდენი ხალხი ამოვიდა ჩვენი ბარგი ცოტაარიყოს შევიწროვდა და მუხლებზე დადება მოგვიხდა :3

მგზავრობა 3 ლარი ღირს ფარცხისამდე, იქ ჩამოვედით და ავტოსტოპით განვაგრძეთ გზა, მძღოლში გაგვიმართლა, კარგი მოსაუბრე და გზის მსწავლებელი შეიქნა, აგვიყვანა ბირთვისის გადასახვევამდე (სოფელი ტბისი) და იქედან ფეხით შევუყევით აღმართ, გზად ოდნავ ტკბილ-მჟავე ქლიავ-ტყემალიც წავაყოლეთ ხელს :დ


მთებისკენ მიმავალი გზა, წინ პირველი ემოციებია ^_^


აქედან მალე იწყება ბილიკი 


როგორც გადასახვევიდან ტრაფარეტზე ეწერა 3,5 კმ-ში მივადექით ბილიკის დასაწყისში მდგარ ხეს .

ხის გამოჩენა გამიხარდა  და ჩანაწერებში ვეძებ იმ ადგილს სადაც ამ ხეზეა საუბარი :))


ესეც ცენტრისკენ მიმავალი ბილიკი ))


 გზად ასეთ წარწერებსაც შევხვდით ^^


 და აი 700-800 მეტრში ცენტრიც გამოჩნდა, აქედან პირდაპირ და მარცხნივ 30-50 მეტრის დაშორებებზე საბანაკე ადგილებია, ეტყობა კიდეც ცეცხლია დანანთები...



ეს სილამაზე სადღაც ამ ადგილებში დავაფიქსირე ^


როგორც გითხარით გზა არ ვიცოდით, აქამდე კი მივედით, მაგრამ ციხეებისკენ ბილიკი არც ისე მარტივი აღმოჩნდა, თუმცა არც შეუძლებელი ;)
პირველივე საეჭვო გადახვევიდან მეგობრებს ვთხოვე ერთ ადგილზე დარჩენილიყვნენ, მე მთაზე უნდა ავსულიყავი და იქედან გადამეხედა თუ სად ვიყავით და საით იყო ციხე, სწორედ ამ მთაზე ძრომიალის დროს წავაწყდი ამ გველუკას ^_^ როგორც ვიცოდი სამკუთხათავიანი გველი შხამიანი იყო, არც შეფერილობა ქონდა 'სიკეთის მომცემი', მართალია შხამიანია მაგრამ თუ არაფერს დაუშავებ თავს არ დაგესხმება და არ "შეგჭამს", უბრალოდ შორიახლო ჯოხი გავაჩხაკუნე და ისიც ნელნელა გაიზლაზნა და წავიდა :)))




ჩემმა მთაზე ძრომიალმა შედეგი გამოიღო, ეს ციხე დავინახე და გეზი ავიღეთ :)




ღელეს რომ მიუყვები შეგხვდებათ ეს გოდოლი, ამას კიდევ გაცდები და დაახლოებით 50-100 მეტრში არის მარჯვნივ შესახვევი, ჩახერგილი გვეჩვენა თავიდან მაგრამ უნდა გაძვრე იქ და პირდაპირ გახვიდე, მერე ბილიკიც მიუყვება და იმას გაყვები...



დედაციხე აღმოჩნდა, ულამაზესი კარიბჭეებით :))






სულ მეფიქრებოდა გზაში, ამ დროის განმავლობაში ციხეში მყოფნი რით იკლავდნენ წყურვილს და აი პასუხიც... სავარაუდოდ ძალიან ღრმაა და მთელ ციხეს ამარაგებდა წვიმის წყლით...



ესეც ჩვენი თოლია დედაციხეზე ^_^


ასეთი მაგარი გოგოა თოლია :)))



 სათოფეები ))



 დაიმედებულებმა იმით რომ პირველი ციხე ვნახეთ და "აწი რაღა გვიჭირს", წავედით და კარვები დავეცით )) მანამდე უბრალოდ ჩანთები გვეწყო ერთად ))

აქ მე და ჩემი მეგზურ-მეგობრები ვართ :)) აქ შედგა მათი "მოლაშქრედ მონათვლა" :დ

მარცხნიდან დათა (14 წლის ყოფილა, საღამოს გავიგე, თორე მანამდე დავფიქრდებოდი წამოყვანაზე, თუმცა მინდა ვთქვა რომ კარგი მოლაშქრე დადგება, გამოცდილება აკლია თუმცა ჯან-ღონეც აქვს და გულიც ) ჩანთასაც კარგად ეზიდება და დაკიდებულ კლდეებზეც კარგად დარბის :)) რაც მთავარია არ წუწუნებს, ეს უმთავრესია მოლაშქრის გამყოლისთვის :)

ხაკისფერ საწვიმარში ცოტნეა :) რატომღაც სულ მეგონა რომ გამოცდილი მოლაშქრე იყო, თუმცა მისი ნათლობაც დღეს შედგა :D

მე-ს გამოვტოვებ :დდ

და ბოლოს ეს პაწაწინა კაფანდარა გოგო თოლია ^_^ რომელსაც არ დაუწუწუნია ამხელა გზაზე და მხოლოდ იმით გაბურღა ტვინი ხომ არ ვწუწუნებო? :D :D

ამ ფოტოზე (მოგეხსენებათ სელფია :3) უცებ გამოიქცა და ნახშირზე მოუწია დაჯდომა :დდდ

არ იფიქროთ უცეცხლოდ ვართ, ჩვენს უკანაა კოცონი ^_^

ხო მართლა ის ცისფერი კარავი მოინათლა ამ ლაშქრობაზე კიდევ ))) ჩემი მწუანე რომაა მის გვერჩი უკვე დიდი და გამოცდილი "პახოდისტია" :დ :3

პ.ს. უკან გაფენილია პირსახოცი ნასკები ბოტასები და ნაგვის ურნა ^_^ :დდ



კარვის გაშლა ცეცხლის ფონზე  :3





მეორე დღე უფრო მზიანი შეიქნა, პირველო დღეს სულ ღრუბელი იყო... ესაა ციხე შეუპოვარი, რომელიც ზემო საბანაკე ადგილიდანაც ჩანს მაგრამ მე მოპირდაპირე მთიდან გადავიღე ^_^


 აქ ქვემოთ კლდეზე ნაკვეთი კიბეებია, ფოტოში არ ჩანს








ეს მე ვარ მთა რომ ტანად მაბია :დ


შეუპოვრისკენ ასე შეუპოვრად მივქრი ^^




ის წერტილიც მე ვარ :))








ესეც შეუპოვრიდან, საყდრის სარკმლიდან დანახული ბირთვისის მთები :)))


 და მერე ისევ ბრუნდებით შინ )



 რაღა თქმა უნდა ავტოსტოპით : )



 ისევ შეხვედრის სურვილით ვემშვიდობებით ბირთვისს :))









ლომის მთა  ( 31 მაისი - 2 ივნისი, 2015.წ. )

მატარებელი იგივე    >  ბორჯომი-თბილისი (ბილეთის ფასი 2 ლარი : )

 ამჯერად ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკსკერძოდ მე-8 ბილიკს დავადექითსოფელ ლიკანიდან ავედით საგუშაგომდე და შემდეგ ამ "ფეხაშვერილ ძეგლამდე", სადაც რუკა და ბილიკების ნომრები იყო განაწილებული.

საგუშაგო ცარიელი დაგვხვდა



ესეც "ფეხაშვერილი ძეგლი" :



   მივუყვებით ლურჯ ბილიკს ^^




ეს უცნაური ყვავილი გზად  შეგვეგება : )




არ დავივიწყოთ პუხი : )


ყვავილები ვაჩუქე და ასე ჩამეხუტა ^^



 3 კილომეტრში ტურისტული თავშესაფარიც გამოჩნდება
არ იცით რამხელა სიხარული იყო  ^^


 ესეც პირველი ღამის გასათევი სახლუკა






ყაული ^



 ჩემი ყვითელი კურუშკა




სარეცხია გაფენილი :





ჩაისუპები და .. ^^ ^



მოლაშქრე 'ჩრდილში ამოიცნობაო... ძველ შუმერებს უთქვამთ



 თუ ვინმე დაიღლებოდა და წაიწუწუნებდა, "გასამხნევებელიდა "სანუგეშოსიტყვები:
1) 
ჯერ სად ხარ
2) "
ამ მთების იქეთ კიდევ მთებია"



 ჩქერი : )


მე'გვიმრა ^^



 ეს ნიშანი დავხსენით შემდეგნაირად:
"
ან წადი იქ საიდანაც მოდი
ან უშველე თავს და კიდე 8 კმ ფეხით იარე ჩადი სოფლამდე და იქ მერე აღარ ვიცი,ან კიდევ ხელმარცხნივ პაწია სახლუკაა სულ რაღაც 2 კმ-ში და იქ მოისვენეთ"ჩვენ რა თქმა უნდა ბოლო ავირჩიეთ ^ ^



ესეც სახლუკა ^^




 
თავშესაფრიდან ხედი : )


 რთული და დამღლელი დღის შემდეგ


სახლს დარაჯობს ^^



მესამე დღესოფელი "სახვლარირომელიც ნასახლარიც არის და სახვალიოც... სულ 4-6 მოსახლე კიარადა კაცი ცხოვრობსშეგვიპატიჟესკარგად დაგვაპურესკარგი ღვინო და არაყი დაგვალევიეს...კინაღამ გამომრჩასოკო იყო უგემრიელესი ^^შემდეგ გზა გვასწავლეს და სამომავლოდ გველოდებიან კიდევოღონდ უკვე მეორე ნახევრებთან ერთად  : )



 ^ ^




ის პატარა ჩქერი უკვე მდინარედ ქცეულა : )



^


ოპერაცია "ხიდზე გადასვლა"


ჰიპური ავტობუსი სოფელ მერმისში


და ისევ მატარებელში :(





პირველი ლაშქრობა ბორჯომის ტბებზე ( 25-26 მაისი, 2015.წ. )


   ჩემი პირველი ლაშქრობა იყო ბორჯომის ტბები, იქ შედგა ჩემი ნათლობა :დ
თბილისიდან წავედით მატარებლით, დაგვიჯდა 2 ლარი : )

ესეც სელფი მატარებელში :დ                  



მატარებელში ძილი კაიაო, ძველ ეგვიპტელებს უთქვამთ
 

   პირველი დანიშნულების ადგილი იყო კახისის ტბა.

   დავიხოცეთ იქ ასვლამდე თუმცა ყველაფერი მაინც იდეალურად იყო ^ ^


თეთრი და ყველაზე უფორმო მე ვარ :დ


რამდენიმე სოფელი გავიარეთ გზად, ზოგიც სულ მიტოვებული, ზოგშიც 3-5 მოსახლე ან მაცხოვრებელი... (ფოტოები ფირზე მაქვს და მოგვიანებით დავდებ).

 აქ წეროს ტბისკენ მივქრით ^ ^^ ^

 "დღის გულ'საბნევი" ^^


დღის დასაწყისი და დღის ბოლო  :D






No comments:

Post a Comment