Sunday, June 7, 2015

პირველი ლაშქრობა (ნათლობა) ბორჯომის ტბებზე (კახისი) ( 25-26 მაისი, 2015.წ. )

   ჩემი პირველი ლაშქრობა იყო ბორჯომის ტბები, იქ შედგა ჩემი ნათლობა :დ
თბილისიდან წავედით მატარებლით, დაგვიჯდა 2 ლარი : )

ესეც სელფი მატარებელში :დ                                  




 მატარებელში ძილი კაიაო, ძველ ეგვიპტელებს უთქვამთ


   პირველი დანიშნულების ადგილი იყო კახისის ტბა.

   დავიხოცეთ იქ ასვლამდე თუმცა ყველაფერი მაინც იდეალურად იყო ^ ^


თეთრი და ყველაზე უფორმო მე ვარ :დ


რამდენიმე სოფელი გავიარეთ გზად, ზოგიც სულ მიტოვებული, ზოგშიც 3-5 მოსახლე ან მაცხოვრებელი... (ფოტოები ფირზე მაქვს და მოგვიანებით დავდებ).

 აქ წეროს ტბისკენ მივქრით ^ ^^ ^

  "დღის გულ'საბნევი" ^^


დღის დასაწყისი და დღის ბოლო  :D







რა მაქვს

და აი უკვე მეც რაღაც მაქვს : )

განაგონი გექნებათ, მთავარია სურვილიო და მეც ასე დავიწყე.

* შევიძინე სამხედრო საძილე ტომარა .

* სულ შემთხვევით შევიძინე მწუანე 2კაციანი კარავი .

* სამხედრო ქვეშაგი (პარალონი) .

ამას გარდა ჩემს აღჭურვილობა-შეიარაღებას დაემატა:

* LoWa-ს (GORE_TEX)  ფირმის წყალგამძლე სალაშქრო ფეხსაცმელი .

* მცირე თავდაცვითი დანა .

* კარვის ღამის სანათი (ნაჩნიკი).

* ზუმიანი (უბრალო, მაგრამ ადრეც მქონდა და ძაან გამომდგარი) ფანარი.

* კარგი მოსახმარი და თავისუფალი შარვალი.


მართალია კარგი სალაშქრო ჩანთა ისევ ნატვრად და ოცნებად რჩება, თუმცა მანამდე მაქვს პატარა ბაიკერის ჩანთა რომელიც სალაშქრო ჩანთად გადავაკეთე და 2 დღიან გასვლებს "ქაჩავს".

გვერდებზე დავუმაგრე შესაბნევებბი, ერთ მხარეს პარალონისთვის და მეორე მხარეს  კარვისთვის, საძილე უკან.

ეს ბირთვისია, ასე გამოვიყურები დაახლოებით...
პარალონი, მწუანე კარავი, საძილე ტომარა,  ბოტასები, შარვალი და ჩანთა ^ )



მგონი ტურიდან ტურამდე წინსვლა არის :)))

ნეტა მომდევნო ტურებისთვის რას ვიყიდი ^_^


რა მინდა

   დიდი ხანია მინდოდა მენახა ბუნება, ტყე, მოუთვინიერებელი, დაუმორჩილებელი, ველური, ისეთი როგორიც წარმომედგინა რომ იყო...

   სხვა ქვეყნებში მოგზაურობა, სიმართლე გითხრათ არ მხიბლავდა დიდად არასდროს, თან რაღა შორს წავსულიყავი, ჩემი მშვენიერი ბუნება და მხარე ულევი იყო ასეთი სილამაზით.

   ასე და ამგვარად, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, არც მეტი არც ნაკლები (კარგად ჟღერს მაინც) გადავწყვიტე საქართველოში მემოგზაურა : )

   ჰო, კი, ასე იყო, დაძინებისა და გაღვიძების ფიქრები უკავშირდებოდა ამ მშვენიერს და ულამაზეს ბუნებას, უფრო კი ტყეს :გულიდარამე:

   2012 წელი იყო დიდი ცვლილებების წელი ჩემში, როცა დავიწყე ფიქრების და ოცნებების ერთად თავმოყრა, ცხოვრებაში და ყოველდღიურ ყოფაში მათი რეალიზება...

   მანამდე მხოლოდ ვფიქრობდი, ჰო ვფიქრობდი და ვოცნებობდი... მერე მივხვდი რომ ძალიან ბევრი დრო ფუჭად გავლიე ამ ოცნებებში და უკვე დრო იყო ყველაფერი რეალობად მექცია...

ხრუშა ანუ მე

   ერთხელ მითხრეს, ორ წუთში, თხუთმეტი სიტყვით დაახასიათე შენი თავიო, პირველივე სიტყვა რაც მომაგონდა ეს იყო მოხეტიალე.

   ვფიქრობ, ეს ერთი სიტყვაც სრულიად საკმარისია ჩემს დასახასიათებლად : )

   ისე კი:
   (მაინც არ ვიქნები ოფიციალური)

   ვარ გრიშა, ხრუშა, გაბრო და ა.შ

   ვარ საშუალოზე ცოტა ასაკის, ისე კი მგონია, რომ საკმაოდ ბებერი ვარ.

   ჰო, კიდე ვცხოვრობ ბოლოს წინა დღის ცხოვრებით...

    _  არ მიყვარს პლაჟი.

             -  მიყვარს პიტნის ჩაი : )

   შეგრძნებებიდან მიყვარს აი ის, რომ გაცემინებს და უცებ რო გადაგივლის ^ ^

პ.ს. თუ რამე გამახსენდა დავამატებ :დ