Sunday, June 7, 2015

რა მინდა

   დიდი ხანია მინდოდა მენახა ბუნება, ტყე, მოუთვინიერებელი, დაუმორჩილებელი, ველური, ისეთი როგორიც წარმომედგინა რომ იყო...

   სხვა ქვეყნებში მოგზაურობა, სიმართლე გითხრათ არ მხიბლავდა დიდად არასდროს, თან რაღა შორს წავსულიყავი, ჩემი მშვენიერი ბუნება და მხარე ულევი იყო ასეთი სილამაზით.

   ასე და ამგვარად, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, არც მეტი არც ნაკლები (კარგად ჟღერს მაინც) გადავწყვიტე საქართველოში მემოგზაურა : )

   ჰო, კი, ასე იყო, დაძინებისა და გაღვიძების ფიქრები უკავშირდებოდა ამ მშვენიერს და ულამაზეს ბუნებას, უფრო კი ტყეს :გულიდარამე:

   2012 წელი იყო დიდი ცვლილებების წელი ჩემში, როცა დავიწყე ფიქრების და ოცნებების ერთად თავმოყრა, ცხოვრებაში და ყოველდღიურ ყოფაში მათი რეალიზება...

   მანამდე მხოლოდ ვფიქრობდი, ჰო ვფიქრობდი და ვოცნებობდი... მერე მივხვდი რომ ძალიან ბევრი დრო ფუჭად გავლიე ამ ოცნებებში და უკვე დრო იყო ყველაფერი რეალობად მექცია...

No comments:

Post a Comment