Friday, October 2, 2015

დავბრუნდი მცირედი შენაძენებით :)

* შევიძინე 1 თვის ნახმარი არაორიგინალი The North Face-ის ჩანთა _40 ლარი.


 * შევიძინე ეს ასანთი "საკვესი" (ზედა ფოტოზეც ჩანს) _ 8 ლარი


 * ახლა კი მოემზადეთ!!! :დდ დასხედით სკამებზე :3 ეს წყალგაუმტარი და საკმაოდ კარგძირიანი ბოტასი, ვეღირსე იმას რომ ჩემი ზომა მაცვია და არა ორი ზომით პატარა :დ და ეს ყველაფერი სულ რაღაც სამ ლარად!!!  დიაახ, არ მოგესმათ, სამ ლარად :D ^_^



* ამასთან ერთად კიდევ შევიძინე სალაშქრო ბასანოჩკები, ძალიან პრაქტიკული და გამძლე, ტყავის, მოხერხებული და ძალიან მაგარი ძირით, გაოცებული დავრჩი როცა აღმართებში და დაღმართებში ძალიან მაგრად მატარა 23 კგ-იანი ჩანთით, ამ აღმართს და დაღმართს თან დაერთო ნაწვიმარი კლდე და ბალახი, ერთხელაც კი არ დამცურებია ფეხი, ძალიან მაგარი ძირები აქვს, თითქმის სულ უცვეთი... ფოტოს მომდევნო ლაშქრობებიდან შემოგთავაზებთ <3 

* კიდევ ჩემს შენაძენებს შეემატა 230 გრამიანი გაზის მოწყობილობა, თავისი წკაპიანი ასანთებით ^^ ძალიან მცირე ადგილს იკავებს, დიდხანს ძლებს და რომ იტყვიან მარჯვენა ხელი და სულის ჩამდგმელია არამდგრად ამინდებში, მოკლედ ყოველთვის თან რომ უნდა გქონდეს ლაშქრობებში ისეთი ნივთია : ) ეს სიამოვნება და სილამაზე სულ რაღაც 34 ლარი ღირს :)

ჯერ-ჯერობით მგონი სულ ეს იყო... მართლა საინტერესოა მომდევნო პოსტში რა სიახლეები მექნება ^^ :)

No comments:

Post a Comment